Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა


მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირი არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება! საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატრს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG