Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი დეპუტატი გემ „არგოთი“ ფოთიდან ვანისკენ დღეს გასცურავს


საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატი და ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე პატარა გემ „არგოთი“ ფოთიდან ვანამდე 31 მაისს, 17:00 საათისთვის გასცურავს.

ომარ ნიშნიანიძემ "არგოს" მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ყველა სამუშაო დასრულებულია და ის ოთხ სტუდენტთან ერთად აიღებს გეზს ვანისკენ.

„17:00 საათზე დიდი საქალაქო ღონისძიება გაიმართება...აიეტი, მედეა, პატარა ინსცენირება იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იქნებიან, ფოთის მერიც. 2 ივნისს ვიქნებით ვანში. ჯოჯოხეთური შრომა გვქონდა, ბოლო ერთი თვე ყოველდღე მივდიოდით სამუშაოდ და ღამე მოვდიოდით სახლში, მაგრამ მაინც მოვასწარით. ძალიან მიხარია“, - უთხრა ომარ ნიშნიანიძემ რადიო თავისუფლებას.

ისტორიკოსს სურს, რომ 35 წლის თავზე ის გზა გაიაროს, რომელიც ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა, მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს გაიარა და „მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა არგონავტების შესახებ არის სინამდვილე და მართლა არსებობდა კოლხეთი“.

14 მეტრის სიგრძის გემის მშენებლობა ორი თვის წინ დაიწყო. ივლისში გემი ბინას დაიდებს ქუთაისში, არგონავტიკის მუზეუმის ეზოში.

XS
SM
MD
LG