Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზას გადის


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას გადის. ამჟამად ის, ფარავნის ტბასთან იმყოფება, სადაც საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტის პირადი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად, მან თავად აანთო კოცონი.

სალომე ზურაბიშვილი 1 ივნისს ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება. რის შემდეგაც მსვლელობას შეუერთდება, რომლის დროსაც, მისი პრესსამსახურის ცნობით 2000 მონაწილესთან ერთად წმინდა ნინოს გზას გაივლის.

„დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 29 მაისს განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" სიტყვით გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG