Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა


სტოლტენბერგი სკოპიეში
სტოლტენბერგი სკოპიეში

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2 ივნისს სკოპიეში ჩავიდა, სადაც მისი თავმჯდომარეობით გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, ნატოს ქვეყნების ელჩების მონაწილეობით. ვიზიტის განმავლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებასთან განხილური იქნება ასევე რეფორმების პროცესი.

თებერვალში სკოპიემ ხელი მოაწერა გაწევრიანების ოქმს, რომლის საფუძველზე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა გახდება ალიანსის 30-ე წევრი, როდესაც ალიანსის 29-ვე წევრი ქვეყანა ამ დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენს.

ნატოსკენ მაკედონიას გზა გაუხსნა ათენთან მიღწეულმა შეთანხმებამ ქვეყნის სადაოდქცეულ სახელწოდების ჩრდილოეთ მაკედონიით შეცვლასთან დაკავშირებით

დღეისათვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმის რატიფიკაცია 13 ქვეყანამ გააკეთა.

3 ივნისს სტოლტენბერგი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას. ნატოს გენერალური მდივანი სკოპიეში შეხვდება პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის, პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევსა და პარლამენტის სპიკერ ტალათ ჯაფერის.

XS
SM
MD
LG