Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ბრიტანეთში ჩავიდა სამდღიან ვიზიტად


აშშ-ი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამდღიან ვიზიტს იწყებს გაერთიანებულ სამეფოში. ტრამპი და მისი ცოლი, მელინია ბრიტანეთში ჩაფრინდნენ სამ ივნისს.

წყვილი სამეფო ოჯახს შეხვდება, დედოფალ ელისაბედთან ერთად ისადილებს და საღამოს ოფიციალურ ბანკეტში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო ვიზიტის ფონი პოლიტიკური კრიზისია ბრიტანეთში ამ ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვების ვადის გადადების და ბრიტანეთის პრემიერის, ტერეზა მეის გადაწყვეტილების გამო, გადადგეს.

ტრამპის ვიზიტი დაჩრდილა მისმა განცხადებამ ბრექსიტის გარშემო. უშუალოდ ბრიტანეთში ჩასვლის წინ მან გამოაცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი „შესანიშნავ“ არჩევანს გააკეთებდა, თუ მეის შეცვლიდა. ტრამპის თანახმად, ის მეის მემკვიდრეს ურჩევდა, დატოვოს მოლაპარაკება ბრიუსელთან, არ გადაიხადოს ბლოკის დატოვების გადასახადი და გამოვიდეს ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე.

დედოფალთან ბანკეტის დროს ათასობით დემონსტრანტი გეგმავს „ხალხის ბანკეტს“ პარლამენტის მოედანზე. ვიზიტისას ტრამპი გეგმავს, შეხვდეს ტერეზა მეის, რომელიც მომავალ კვირებში დატოვებს თანამდებობას.

XS
SM
MD
LG