Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, ის მზად არის ირანთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს არსებობს იარაღის გამოყენების შანსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. მან დიდი ბრიტანეთის მედიასთან საუბარში თქვა, რომ, როცა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ირანი „იყო მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტული სახელმწიფო და შესაძლოა დღესაც არის“. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება გახდეს საჭირო, ტრამპმა თქვა: „შანსი ყოველთვის არის. მინდა გამოყენება? არა. არ ვისურვებდი გამოყენებას. მაგრამ შანსი ყოველთვის არის.“ ამავე დროს მან თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები გამართოს ირანის პრეზიდენტ როჰანისთან.

ტრამპის ამ კომენტარების ფონია დაძაბულობის გამწვავება, ერთი მხრივ, ირანსა და, მეორე მხრივ, აშშ-ს და სპარსეთის ყურეში მის მოკავშირეებს შორის.

ერთი წლის წინ ვაშინგტონი გამოვიდა 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა და ირანმა დადეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცლოდ.

ტრამპის აზრით, შეთანხმება არასაკმარისად მკაცრია საიმისოდ, რომ ირანს ხელი შეუშალოს ბირთვული იარაღის შექმნაში და არ ეხება ირანის სარაკეტო პროგრამას და თეირანის მხრიდან რეგიონის გასამხედროებული ჯგუფების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG