Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი გაჩნდა ლილოში, ერთ-ერთ ბაზრობაზე

თბილისში, ლილოს დასახლებაში ხანძარია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცეცხლი გაჩნდა ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. "ჩინელების ბაზარში".

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა, რომ მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი გამოჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

XS
SM
MD
LG