საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებაში ამბობს, რომ ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც 6 ივნისს, საღამოს გაჩნდა ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობაზე.
"სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.