ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაგანვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.
“28 წლის განმავლობაში ჩვენ მივყვებით ჩვენს დემოკრატიულ კურსს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 28 წლის წინ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები ამ გზაზე, ვაშენებთ რა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვავითარებთ მართლმსაჯულების სისტემას და ანგარიშვალდებულ წარმომადგენლობით დემოკრატიას. ამ რეფორმების შედეგად საქართველო იქცა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, ბიზნესის წარმოებისა და ჩვენს ქვეყანში, ჩვენს მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების კუთხით. ნელ-ნელა საქართველო იქცევა რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად. ჩვენ წინ მივიწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შემოღებისკენ საფრანგეთთან და ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად, ჩვენ ვართ მე-6 ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. Fraser Institute-ის მონაცემების თანხმად, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე, აშშ-ის შემდეგ. ღია მმართველობისადმი ჩვენი ერთგულების აღიარებაა ის ფაქტი, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსის საჯარო ინფორმაციზე წვდომის კატეგორიაში ჩვენ ვართ მე-5 ადგილზე. ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა ძირითად კატეგორიაში, დაწყებული პრესის თავისუფლებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო რჩება ეკონომიკური ზრდის ლიდერად ფართო რეგიონში, რომელიც 28 ქვეყანას მოიცავს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.
“ჩვენ ვაშენებთ მრავალგანზომილებიან ბიზნესცენტრს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ გვაქვს წარმატების ყველა წინაპირობა და მიზანმიმართულად მივიწევთ წინ. ჩვენს ქვეყანას ჰყავს 8,5 მილიონი სტუმარი ყოველწლიურად. წელს ეს რიცხვი 9 მილიონს გადააჭარბებს. მაშინ, როცა თავად ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა კიდევ უფრო მეტის მიღწევა”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.