Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა პარლამენტის დაშლის მოთხოვნით


დღეს უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილებაპრალამენტის დათხოვნის შესახებ მისი ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი იურიდიული პოზიცია უდავო და უზადოა.

„მე არ უნდა გეუბნებოდეთ, თუ რას ნიშნავს კანონის შინაასრი და სულისკვეთება. დარწმუნებული ვარ, რომგადაწყვეტილება ვერხოვნა რადას დაშლის შესახებ ორივე კრიტერიუმს პასუხობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პირველად მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ გამოუძახია მოსამართლეები თავისთან, რაც ხაზს უსვამს მის პატივისცემას კანონისა და საკონსტიტუციო სამართლოსადმი

„საზოგადოება ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ამ საქმეს. ეს თქვენთვისაც ცნობილია. ვფიქრობ, მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომლისთვისაც ჩვენ არ შეგვრცხვება არც საკუთარი ხალხის, არც მთელი უკრაინისა და არც ჩვენი შვილების წინაშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სიტყვის წამორთქმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რადგან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არავინ თქვას, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად.

21 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მერვე მოწვევის ვერხოვნა რადას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ.

24 მაისს ქვეყანაში სტარტი აიღო საპარლამენტო კამპანიამ.

იმავე დღეს „სახალხო ფრონტის“ დეპუტატთა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართოში შეიტანა წარდგინება ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების კანონიერების შესახებ.

11 ივნისის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყების წინ, გავრცელდა ანონიმური ცნობა სასამართლოს შენობაში ნაღმის შესახებ. კინოლოგების მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG