Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეომ ბახტაძესთან სასამართლო რეფორმის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა


11 ივნისს, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი (აშშ-საქართველო) ურთიერთობები გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებია. დღევანდელი საუბრისას, მე მხარი დავუჭირე და მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს განაგრძოს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება და უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებსაც მოიცავდეს. მე ასევე ვისაუბრე პარლამენტის პასუხისმგებლობაზე, უზრუნველყონ სამთავრობო სტრუქტურების მოქმედებების კანონიერება და მოქალაქეებისადმი მიცემული დაპირებების შესრულება“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე და ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში.

მაიკ პომპეოს შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის კომისიის საიუბილეო სხდომის ფარგლებში გაიმართა. საქართველომ და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 10 წლის წინ, 2009 წლის ინავარში მოაწერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG