Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის პარტია უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება


მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 13 ივნისს პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა ათეული დაასახელა. სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში.

სიის მეორე ნომერი უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეა. მესამეა რადის მე-7 მოწვევის დეპუტატი ოლეს დონი. მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე - ეკონომიკის ექსმინისტრი ვლადიმერ ლანოვოი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობა, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატთა სია დამტკიცდა, 10 ივნისს გაიმართა.

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ის და მისი პარტია მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ.

XS
SM
MD
LG