Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა გააკრიტიკა განცხადება, რომელიც ნიდერლანდის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა 2014 წელს ჩამოგდებული "ბოინგის" თაობაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა ნიდერლანდში ერთობლივმა საგამოძიებო კომისიამ 2014 წლის 17 ივლისს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის თაობაზე. „რუსეთის მისამართით გამოითქმის მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაციას,“ ნათქვამია რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჰააგაში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის პრესკონფერენციაზე „არ წარმოუდგენიათ არცერთი კონკრეტული მტკიცებულება“, რომელიც მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოვარდნასთან რუსეთის კავშირს დაასაბუთებდა. ასევე მოსკოვმა უკრაინას დასდო ბრალი მტკიცებულებების გაყალბებაში.

ოთხშაბათს ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალი წაეყენებათ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის „ბოინგის“, რეის MH17-ის ჩამოგდებასთან კავშირში. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები სერგეი დუბინსკი, იგორ გორკინი და ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინელი ლეონიდ კრავჩენკო, რომლებზეც, ვესტერბეკეს თქმით, ნიდერლანდში გასამართლებიან.

სტრელკოვი ამჟამად მოსკოვში იმყოფება. დუბინსკი - როსტოვის ოლქში. სად იმ ყოფება ხარჩენკო, ცნობილი არ არის. მაგრამ, რუსულ სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარჩენკო 2017 წელს მოკლულ იქნა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იცოდა მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ. პულატოვი 2017 წელს წერდა, რომ რუსეთში იმყოფება.

„მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, უკრაინის შემადგენლობაში შემავალ დონეცკის ოლქში ჩამოვარდა 2014 წლის 17 ივლისს. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკით“, რომელიც რუსეთიდან შეიტანეს დონეცკელი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თვითმფრინავის კატასტროფასთან რაიმე კავშირს. რუსეთის თავდაცვითმა კონცერნმა „ალმაზ-ანტეიმ“ განაცხადა, რომ მისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი რაკეტით უკრაინის სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG