Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტის სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს


პარლამენტის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ გიორგი კანდელაკმა, სერგო რატიანმა და ოთარ კახიძემ პარლამენტის სპიკერატი დაიკავეს. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის დაბრუნებას.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა სპიკერატი დაიკავეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას. მანამდე სხდომას სწორედ გავრილოვი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

"ევროპული საქართველოს" წევრების გარდა, ტრიბუნაზე ავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებიც.

ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სხდომის განახლებას, თუ დარბაზში დაბრუნდებიან რუსეთის დუმის დეპუტატები.

ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

ტრიბუნაზე ასული დეპუტატები პროვოკაციაში დაადანაშაულა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG