Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

მდინარაძის მტკიცებით, სხდომა უნდა წაეყვანა არა გავრილოვს, არამედ საბერძნეთის წარმომადგენელს და ჯერჯერობით გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა გავრილოვი სხდომის წამყვანად. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამას საორგანიზაციო კომიტეტში გაარკვევენ.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა შეწყდა, ხვალ კი სხვა დარბაზში გაგრძელდება.

მანამდე "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაიკავეს პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნა და მოითხოვეს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს დაეტოვებინათ საქართველოს პარლამენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG