Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს, იზრუნოს თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილთა სასამართლოსთვის გადაცემაზე


2019 წლის 19 ივნისი: საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი ვილბერტ პაულისენი რეის MH17-ის ჩამოგდების შედეგების წარდგენისას
2019 წლის 19 ივნისი: საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი ვილბერტ პაულისენი რეის MH17-ის ჩამოგდების შედეგების წარდგენისას

აშშ მიესალმა ბრალდების წაყენებას უკრაინაში 2014 წელს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პირებისათვის.

ავიაკატასტროფის დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, ნიდერლანდში 19 ივნისს დაასახელეს 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის „ბოინგის“, რეის MH17-ის ჩამოგდებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები სერგეი დუბინსკი, იგორ გირკინი და ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო.

ასევე 19 ივნისის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა, „პატივი სცეს და დაემორჩილოს“ გაეროს მოთხოვნებს და უზრუნველყოს რუსეთში მყოფი ყველა ეჭვმიტანილის მართლმსაჯულებისათვის გადაცემა.

საერთაშორისო საგამოძიები ჯგუფის განცხადებას მიესალმა უკრაინაც, რომელიც მოსკოვს მოუწოდებს, აღიაროს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა.

მოსკოვი ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფს და გამოძიების მიზნად ქვეყნის „დისკრედიტაციას“ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG