რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ დაზარალებულის ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით წერს, ქალს თვალი აქვს დაზიანებული და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მისივე თქმით, ექიმები თვალის გადარჩენის იმედს არ იძლევიან.