Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი: შესაძლოა რამდენიმე დაშავებულმა თვალი დაკარგოს


რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალსშია" მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 6-ს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან 3-ს ოპერაცია ჩაუტარდება, მეოთხეს მდგომარეობაზე კი თათბირობენ. კორძახიას თქმითვე, შესაძლოა, რამდენიმე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს.

„რამდენიმე პაციენტს თვალის ოპერაცია გაუკეთდება და მერე გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმაა. შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. არის, ასევე ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. რამდენიმე ჭრილობიდან ამოღებულია ე.წ. რეზინის ტყვიები. 6 პაციენტი თვალის ტრავმითაა შემოსული, აქედან 3 არის საყურადღებო. ოპერაცია დასჭირდა 3 მათგანს. ოპერაციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეოთხე პაციენტის შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა კორძახიამ.

XS
SM
MD
LG