რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულებიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.