Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორელი ჟურნალისტებისგან დატოვებული პლაკატები პოლიციის ნაგავსაყრელში აღმოჩნდა


ჟურნალისტების აქცია გორში
ჟურნალისტების აქცია გორში

გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან მედიის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია "ნუ გვესვრი!"

ისინი შეუერთდნენ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მოთხოვნას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დროულად და ობიექტურად გამოიკვლიონ 20-21 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენების ფაქტები.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 დაშავებული წარმომადგენელი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, გორში აქციის მონაწილეებმა პლაკატები პოლიციის შენობაში შეიტანეს. სამართალდამცავებმა პლაკატები ნაგავსაყრელში გადააგდეს.

XS
SM
MD
LG