Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ემნესტი ინტერნეიშენალი“: ქართული პოლიციის ძალისმიერი ქმედება სასწრაფოდ გამოსაძიებელია


მოვითხოვთ ქართული პოლიციის მიერ ძალისმიერი ქმედებების დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას - ნათქვამია„ემნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ თბილისში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ემნესტი ინტერნეიშენალს“ მოჰყავს სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ასათიანის ცნობა, რომ პოლიციის ქმედებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი.

XS
SM
MD
LG