პარლამენტის შენობიდან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გავიდნენ. შენობიდან გასვლა სთხოვეს იქ მყოფ ჟურნალისტებსაც.
პარლამენტის შენობის დაცლაზე მითითება მათ შს სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღეს.
პარლამენტის შიდა ეზოში პოლიციის ტექნიკაა მობილიზებული.
19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს.