კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიეცა უფლება მონაწილეობა მიიღოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადის“ არჩევნებში.
სასამართლოს სხდომის ვიდეო სააკაშვილმა ფეისბუკში გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი სათავეში უდგას პარტია „ახალი ძალების მოძრაობას“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ცალკე სიით მონაწილეობს.
„ვერხოვნა რადის“ ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 25 ივნისს იწურება. სააკაშვილის პარტია ბოლო გამოკითხვების შედეგად არ განეკუთვნება ფავორიტთა რიცხვს.