რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი პრაიდის გუნდმა გადავწყვიტა, რამდენიმე დღით გადადოს თბილისი პრაიდის(18-23 ივნისი) კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. განცხადებას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ.
განცხადების თანახმად მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გააცნობენ.