Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს ევროკომისიის თავმჯდომარის კანიდადატურაზე შეთანხმება


ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ შეთანხმებას ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნ კანდიდატურაზე. იმაზე, რომ საკმარისი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, ბრიუსელში ხუთშაბათს განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უახლოეს ხანში ორგანიზება უნდა გაუკეთონ კიდევ ერთ სამიტს.

გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე კანცლერ ანგელა მერკელის მიერ მხარდაჭერილ, მანფრედ ვებერის კანდიდატურას.

გერმანელი პოლიტიკოსის გარდა კანდიდატებს შორის ითვლებიან ჰოლანდიელი სოციალისტი ფრანს ტიმერმანსი და ბრექსიტის თაობაზე მთავარი მომლაპარაკებელი, ფრანგი მიშელ ბარნიე.

XS
SM
MD
LG