Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ოკუპაციას", "თავისუფლებასთან წააგებთ" - ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს


მოქალაქეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

მესხიშვილის თეატრთან შეკრებილების განცხადებით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია უნდა გადადგეს.

"ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ასევე ვაპროტესტებთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. ვერ ავიტანთ მოქალაქეების დარბევას და მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პასუხი აგოს გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მომხდარზე"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

XS
SM
MD
LG