Accessibility links

site logo site logo

ქალი პირველად უხელმძღვანელებს უზბეკეთის სენატს


ტენზილა ნორბოევა

უზბეკეთის სენატის წევრებმა 21 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად აირჩიეს ტანზილა ნორბოევა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, ვინც ამ პოსტს იკავებს.

ნორბოევას უფრო ადრე მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა და სათავეში ედგა ქალთა სამთავრობო კომიტეტს.

უზბეკეთის სენატის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც წინა სპიკერმა 20 ივნისს ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა.

ყოფილი გენერალური პროკურორი ოტაბეკ მუროდოვი უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თანამდებობიდან გადააყენა ქრთამის აღების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG