Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედიის ცნობა თბილისში აქციაზე დაშავებულის სიკვდილის შესახებ, სიცრუეა


რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობა "თბილისში არეულობის" პირველი მსხვერპლის შესახებ, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებული და სავადმყოფოში გარდაცვლილი ადამიანია.

რუსულ მედიაში ცნობები თბილისში გარდაცვლილი დაშავებული აქციის მონაწილის შესახებ ინტენსიურად 21 ივნისს, თბილისის დროით 9 საათიდან ვრცელდება.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ ცნობას უარყოფენ.

20-21 ივნისის აქციაზე პარლამენტის წინ თბილისში დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ. დიდია დაკავებულთა რაოდენობაც, რომელთა ნაწილი სამართალდამცველებს მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG