Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის დეპუტატი - "ირაკლი კობახიძის გადადგომა არის ანტირუსული ძალების ბინძური და საზიზღარი პროვოკაციის შედეგი"


რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას:

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა არის ანტირუსული ძალების ბინძური და საზიზღარი პროვოკაციის შედეგი. ამ სცენარის ავტორები საქართველოს გარეთ იმყოფებიან“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

მისი სიტყვებით, „ამ ყველაფრის მიზანია უფრო მეტად დააშოროს თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს. ეს ექსკლუზიურად მომგებიანია იმ დესტრუქციული ძალებისთვის დასავლეთში, რომლებსაც სურთ დღევანდელი საქართველო უფრო რადიკალური იყოს, რომლებსაც არ სურთ დაუშვან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა“.

„ასევე აღმაშფოთებელია რუსეთის დელეგაციასა და მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვზე თავდასხმა თბილისში, ასამბლეის 26-ე სესიის დროს, რომელიც წინ უსწრებდა მასობრივ არეულობას“, - აცხადებს დუმის დეპუტატი.

ლეონიდ სლუცკის განცხადებები ქვეყნდება რუსეთის დუმის ოფიციალურ ვებ-საიტზე. მისი განცხადებით, პროვოკაციის დროს ირაკლი კობახიძე „ბაქოში იმყოფებოდა და არ შეეძლო მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა. არ არის გამორიცხული, ადგილზე რომ ყოფილიყო, შეეკავებინა რადიკალები“.

„მომენტი სწორად იყო შერჩეული, ყველა შემდგომი მოვლენა გარედან იყო ინსცენირებული. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკის საღმა ტვინებმა ვერ შეძლეს ამ ყველაფერს წინ აღდგომოდნენ“, - განაცხადა სლუცკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG