Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური პირი: მომიტინგეთაგან არავინ გარდაცვლილა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალების შესახებ.

როგორც ავთანდილ თალაკვაძე წელს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, - წერს თალაკვაძე.

ინფორმაცია პირველი მსხვერპლის შესახებ რუსულ მედიაში 9 საათისთვის გავრცელდა.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადასამოწმებლად შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში ეს ინფორმაცია უარჰყვეს.

XS
SM
MD
LG