Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს 8 ივლისამდე დატოვონ საქართველოს ტერიტორია


რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში ორგანიზებულად ჩამოყვანილია 5-7 ათასი ტურისტი, „2-3-ჯერ მეტი კი თავისითაა ჩამოსული.“

რუსეთის ვიცეპ-პრემიერმა მაქსიმ აკიმოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცეს 8 ივლისამდე დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გამართული თათბირის შემდეგ მაქსიმ აკიმოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია ტურისტების გაყვანას 8 ივლისის შემდეგაც შეძლებს.

საქართველოსთან ავიამიმოსვლას აწარმოებს ექვსი კომპანია: „აეროფლოტი“, „პობედა“, S7, „ურალის ავიახაზები“, Red Wings და "ნორდ ავია".

თბილისში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, რომელიც რუსეთის დეპუტატთა საქართველოს პარლამენტში გამოჩენას მოჰყვა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ. რუსეთის ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გაყიდონ ტურისტული საგზურები საქართველოს მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG