"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში", - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია მოუწოდა ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალით აღება:
"რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც ფარული ჩანაწერები, არ გაბედოთ ამის გაკეთება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.