Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვა: რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუს ტურისტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სარკასტულად პასუხობს. "ძვირფასო (ფრანგულად), უნდა ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები? რატომ უნდა ჩამოვიდნენ, თქვენი ვალი აქვთ? უკვე ჩანს, რომ ძალიან ცდილობთ და მაგრამ უფრო მეტი უნდა ეცადოთ. არა რუსი ტურისტებისთვის, არამედ უნ ხალხისთვის, ვინც თქვენ აგირჩიათ" წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, და აგრძელებს, რომ "რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი არა მარტო უსაფრთხოდ, ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და დაისვენონ. მათ არ უნდა იკითხონ ცნობები შიდაპოლიტიკური ცხოვრების შესახებ და გვერდი აუარონ ხალხმრავალ ადგილებს, როგორც ეს მათ ურჩია საქართველოს ტურიზმის სამინისტრომ, - წერს მარია ზახაროვა.

„ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში. ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანებაზე საუბრობდა, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG