არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს, - უთხრა 20 ივნისის პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს. ლევან მურუსიძემ დაკავებულს მიმართა პროცესზე ეთქვა, როგორ მოხდა მისი დაკავება. თუმცა, ირაკლი ხვადაგიანმა მას უპასუხა, რომ ურჩევნია იზოლატორში იყოს, ვიდრე მისი გათავისუფლების დოკუმენტზე ხელი მოსამართლე მურუსიძემ მოაწეროს.
"მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სულ 11 პირის საქმეა გასაჩივრებული. საქმეებს განიხილავენ მოსამართლეები ლევან მურუსიძე და შორენა ყავლაშვილი.