პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. იგი ამბობს,რომ მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე.
„ის, რაც ხდებოდა პარლამენტის დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ეკისრება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმდჯომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობდა.
თუმცა, ის რაც საღამოს მოხდა, მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.