ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეიძლება რუსეთს ნება დართოს დაბრუნდეს ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის ყველაზე დიდ უწყებაში. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ სტრასბურგში სესიაზე, რომელიც 24 ივნისს იწყება.
ხმის უფლება რუსეთს ამ უწყებაში ჩამოერთვა 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.
ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფი 24 ივნისს საღამოს უყრის კენჭს გადაწყვეტილებას, რაც საპარლამენტო ასამბლეის უნარს, დააწესოს სანქციები მსგავს ვითარებაში, აჩლუნგებს და ამავე დროს რუსეთს აბრუნებს ასამბლეის რიგებში. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას თვლიან რა, რომ უკეთესია რუსეთთან დიალოგი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.
უკრაინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია.
ისინი, ვინც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციის გაუქმებას არ ეთანხმებიან, აცხადებენ, რომ ეს ზიანს მიაყენებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დაბრუნდება ისე, რომ არ შეუსრულებია მისთვის წაყენებული არც ერთი მოთხოვნა.