Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ფაჩულია ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება


კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ყველა NBA-ს გულშემატკივარს, ღვინის მოყვარულს და მოგზაურს ეპატიჟება ლამაზ და საოცარ ქვეყანაში, საქართველოში.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები რუსულ ავიაკომპანიებს 21 ივნისს აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

იმისათვის, რომ პუტინის ბრძანებას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში"), რომელშიც უკვე რამდენიმე ათეული ათასი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

სარეკლამო ინდუსტიაში მომუშავე კომპანიების ნაწილმა კი ტურისტულ ობიექტებს შესთავაზა დახმარება მარკეტინგულ კომუნიკაციებში, რათა მათ უკეთ მიაწვდინონ საკუთარი ხმა პოტენციურ კლიენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG