Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა


საქართველოს პარლამენტმა არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმდჯომარედ 94 ხმით აირჩია.

საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" ლიდერი, იყო ერთადერთი კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, მას შემდეგ, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 21 ივნისს პოსტი დატოვა.

არჩილ თალაკვაძე 2012-2014 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2014-2016 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2008-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველი ოფისში სხვადასხვა თანამდებობაზე.

ირაკლი კობახიძემ პოსტი 21 ივნისს, მას შემდეგ დატოვა, რაც წინა დღით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში, გაიხსნა საპარლამენტთასორისო მართლმადიდებლობის ასამბლეა, რომელიც გახსნა რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა. ასამბლეის გახსნის ცერემონიალი მას სწორედ ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიჰყავდა.

ამ ფაქტმა მწვავე პროტესტი გამოიწვია საპარლამენტო ოპოზიციაში, რაც მალევე გადაიზარდა საპროტესტო აქციაში და რასაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტების დაშლა მოჰყვა.

აქციის დაშლისას დაზარალდა 240-მდე ადამიანი. დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG