მოსკოვის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლონეთის მოქალაქე მარიან რადზაევსკის, რომელიც ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მონაცემებით, რადზაევსკი დაკავებულია გასული წლის აპრილიდან. ბრალდების მხარის თანახმად, პოლონეთის მოქალაქეს შეეძლო, საზღვარგარეთ გასაყიდად მოეპოვებინა რუსეთში გასაიდუმლოებული ინფორმაცია.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, რადზაევსკი ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დანადგარებზე და მას ფაქტზე წაასწრეს.
პოლონეთის მოქალაქე ბრალდებას უარყოფს, მისი ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ.