Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულორდავა: გული მიკვდება, როცა ამბობენ რომ "ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია დაარბია ხელისუფლებამ"


"არავითარი სარგებელი არ მოაქვს ამ ეპატაჟურ გამოსვლებს, ურაპატრიოტიზმს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხედავენ უბედურებას მაგრამ არ ერიდებიან მის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის.

გული მიკვდება, როცა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ამბობენ რომ "ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია დაარბია ხელისუფლებამ". არ უნდა ავყვეთ ამ მავნებელ რიტორიკას. დღეს ჩვენ, ხალხს და ხელისუფლებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, არ განგვასხვავებს მოთხოვნა "არა ოკუპაციას!". ეს ჩვენი საერთო პოზიციაა! ნუ გვეშინია ამის დანახვა და აღიარება. ამ პარტიულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესებს ნუ გადავაყოლებთ," - წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ხულორდავა თავის ფეისბუქ გვერდზე.

"ვთქვათ სიმართლე, 20-21 ივნისის ღამეს, როცა საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა სცადეს, ეს აღარ იყო მშვიდობიანი აქცია! ეს იყო უმართავი პროცესი, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლოდ იყენებდა თავისი პოლიტიკური ინტერესისთვის. ამ დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო პარტნიორები უკვე აკეთებდნენ განცხადებებს ძალადობის მიუღებლობის შესახებ და ამ პროცესში მონაწილეობას ემიჯნებიდნენ. ეს აღარ იყო მშვიდობიანი აქცია. ყველა ვუყურებდით როგორ მიქონდათ იერიში პარლამენტის შენობაზე, როგორ ძალადობდნენ პოლიციაზე საათების განმავლობაში, როგორ მოთმინებით იტანდნენ სპეციალურად აღჭურვილი პოლიციელები ამ ძალადობას, როგორ ართმევდნენ მათ ფარს და ჩაფხუტს. ჩვენ ვნახეთ როგორ საუბრობდა ოპიზიციის ზოგიერთი ლიდერი შეჭრაზე და პარლამენტის დაკავებაზე. ასეთი ძალადობის მერე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია საპოლიციო ჩარევა.

მერე რაც მოხდა არავის მოგვეწონა. ვნახეთ შემზარავი კადრები - იყო ძალის გადამეტების ფაქტები, ამის უარყოფა შეუძლებელია. არავინ ამართლებს ვინმეს დანაშაულს და კიდეც ითქვა, რომ გამოძიება სახალხო დამცველის მონაწილეობით წარიმართება და ყველა აგებს პასუხს თითოეული ქმედებისთვის, დანაშაულისთვის თუ გადაცდომისთვის. " - წერს დეპუტატი, რომლის თქმითაც, უპრეცდენტო იყო განცხადება 2020-ში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

"გთხოვთ, გავემიჯნოთ ამ ფსევდო პატრიოტულ ზედაპირულ დამოკიდებულებას. ჩვენ ყველა პატრიოტები ვართ. ყველა ქართველები ვართ და არავის არ ჭირდება დღეს ამტკიცოს ვის უფრო მეტად სურს ქვეყნის დეოკუპაცია. ეს ჩვენი საერთო მოთხოვნა და მიზანია! ამ საკითხში ვითომ განხეთქილების წარმოჩენა მხოლოდ ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის ინტერესშია და მნიშვნელოვნად ვნებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. თუ მომავალი გვაღელვებს დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ, დაშავებულებს ვუპატრონოთ, გამოძიება ჩავატაროთ, დასასჯელი დავსაჯოთ და საარჩევნო სისტემა შევცვალოთ. ვიმუშაოთ რეალურ პრობლემებზე, რეალური საფრთხეების თავიდან აცილებაზე და ერთად შევუქმნათ თავისუფალი და უკეთესი მომავალი ჩვენს შვილებს."

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG