Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვად აფასებს:

"აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი გუშინ, 27 ივნისს დაახლოებით 21 საათისთვის ჩაკეტა.

ამ ფაქტზე დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც ეხება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას". როგორც დე ფაქტო უწყებაში განმარტავენ, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება ხიდზე მოძრაობის ორმხრივად შეზღუდვის შესახებ.

მათი ცნობით, დროებით იზღუდება როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე "უცხო ქვეყნის" მოქალაქეების შესვლა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან "აფხაზეთის მოქალაქეების" გასვლაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG