Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილს მშენებლობა გაუჩერეს


თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დოკუმენტაციის საბოლოო შესწავლამდე ზაქარია ქუცნაშვილს შეუჩერა უფლება აწარმოოს სარემონტრო სამუშაოები მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

პარლამენტის ყოფილი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ შენობებში, რომლებიც თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე 4 ნომერში მდებარეობს და რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიმდინარე რემონტის დროს ღირებული ფრაგმენტები მოხსნეს და უკან აღარ აბრუნებენ.

ტფილისის ჰამქრის წევრის, ცირა ელისაშვილის თქმით, ყოფილი დეპუტატი ისტორიული მემკიდრეობის ძეგლზე რემონტს ყველანაირი არქიტექტურული პროექტის გარეშე, წესების დარღვევით აკეთებს.

თავად ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას 27 ივნისს უთხრა, რომ შენობის რეაბილიტაციას თავისი სახსრებით ახორციელებს და შენობსი დაზიანებულ ფასადს პირუთვნელად აღადგენს.

"მრავალჭირნახული შენობაა, კომუნისტების დროს მოხდა უამრავი ოჯახის შესახლება, დღეის მდგომარეობით ჩვეულებრივი იტალიური ეზოა. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სასამართლოს შენობა. ფაქტიურად ვეშველები სახელმწიფოს, როცა პირადი სახსრების ვახდენ ექსტერიერის რეაბილიტაციას. ექსტერიერი ნიშნავს ფასადს," - უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG