Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებენ


ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

ელჩები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.

„საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მეცხრე დღეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG