Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთს სურს მოქალაქეობა ჩამოართვას სამ რუს მეწარმეს


სოტირ ცაცაროვი
სოტირ ცაცაროვი

ბულგარეთის გენერალური პროკურორი სოტირ ცაცაროვი გამოვიდა წინადადებით, რომ ბულგარეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას ოთხ უცხოელს, რომლებმაც ბულგარეთის პასპორტები მიიღეს, როგორც ინვესტორებმა

საუბარია რუსეთის სამ და ყაზახეთის ერთ მოქალაქეზე. ორ მათგანზე ადრე გამოძიება გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა. ერთი ყაზახი კაირ რახიმოვია, მეორე - რუსი გალინა ულიუტინა

რახიმოვმა პასპორტი მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში მსჯავრდებული იყო ფულის გარეცხვის მუხლით.

ულიუტინა - ბანკ „ვითიბი“ ბანკის თავმჯდომარის მოადგილის, იული სოლოვიოვის, მეუღლეა. ბულგარეთის პროკურატურა აცხადებს, რომ მან ქვეყნის პასპორტი მიიღო ქვეყნის ეკონომიკაში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით, რაც არ შეასრულა.

პროკურატურა ითხოვს მოქალაქეობა ჩამოართვას ასევე რუსეთის ორ წარმომადგენელს - სერგეი დრუჟინინსა და ვლადისლავ ლევიცკის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG