პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს არჩილ თალაკვაძე.