Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ექვსი ადამიანი მოკლეს, ასზე მეტი დაშავდა თალიბანის თავდასხმის შედეგად

პირველ ივლისს სულ მცირე, ექვს პირი, მათ შორის ოთხი სამოქალაქო და ორი სამხედრო, დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა. დაჯგუფების წარმომადგენლებმა ორი დღით ადრე ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართეს აშშ-ის დელეგაციასთან, ავღანეთში მიმდინარე 18 წლიანი ომის დასრულების გარშემო.

ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 113-ია, მათ შორის არის ათეულობით ბავშვი მახლობელი სკოლებიდან, სადაც მინის ნამსხვრევებმა მიაღწია. ამის თაობაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ნუურია ნაზჰათი იტყობინება.

აფეთქებას მოჰყვა შეიარაღებული პირების მიერ წამოწყებული იერიში. თავდამსხმელები მახლობელი შენობიდან უშენენ ცეცხლს თავდაცვის სამინისტროს.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ ასევე შვეულმფრენები, რომლებიც ჰაერიდან ტყვიამფრქვევის ცეცხლს უშენენ ექსტრემისტებს.

შინაგან საქმე სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხუთივე თავდამსხმელი დახოცა.

XS
SM
MD
LG