Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: ვიზების გასაუქმებლად მზად ვიყავით, მაგრამ მოგვიწევს უკეთეს დროს დაველოდოთ


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

„იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ გონზე მოიყვანა ისინი, ვისაც ცინიკურად სურს პოლიტიკურ თამაშებში ქულების დაგროვება ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსეთი მზად იყო გაეუქმებინა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო.

დიახ, ნამდვილად, განიხილებოდა ვიზების გაუქმების საკითხი და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს უკეთეს დროს დაველოდოთ...

ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ რომ რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს ღირსებასა და პატივზე.

მისი თქმით, რუსულ ტრადიციებში არ არის მისი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარის გადაყლაპვა. გრიგოლი კარასინი ამბობს, რომ რუსეთს მისი ხალხის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინება და ბლოკირება წინასწარ მოუხდა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება.

რუსეთის პრეზიდენტის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ჩაშლის ფაქტს. როდესაც საქართველოში საზოგადოებამ მწვავედ გააპროტესტა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტი, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. გავრილოვი სრულად იზიარებს პუტინის პოლიტიკას საქართველოს ოკუპაციის შესახებ.

მწვავე პროტესტის გამო, რუსი დეპუტატების დელეგაციას დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება.

XS
SM
MD
LG