Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ მორაგბეებს რუსეთში თვალზე ხელის აფარება არ აპატიეს


რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს, რეზი ბროძელსა და საბა ილურიძეს, კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა. რამდენიმე დღის წინ გამართულ თამაშში, ლელოს გატანის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელი აიფარეს, რითაც თბილისური საპროტესტო აქციისას დაზარალებულთა მიმართ თანადგომა გამოხატეს. სწორედ ეს გახდა მათი დასჯის მიზეზი.

საქართველოში აქციები რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტსა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. რუსული რაგბის ჩინოსნები ამ თემაზე ქართველი ლეგიონერების გამოხმაურებამ გააღიზიანა.

საბა ილურიძის განცხადებით, მკაცრი გადაწყვეტილება რუსეთის რაგბის მმართველმა ორგანომ და კლუბმა ერთობლივად მიიღეს.

XS
SM
MD
LG