Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: ამ ბრალდებების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმ ბრალდებების სერიოზულად აღქმა, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე ცვლის და ამძიმებს და ამის გამო ხელისუფლება დღითიდღე სასაცილო ხდება", - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, 20-დან 21 ივნისის ღამეს, „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულია და ამაზე მეტყველებს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი:

„მან გადაწყვიტა, ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს, რასაც პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი ჰქვია. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. როგორც ჩანს, ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG