Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო 9 მილიონს დახარჯავს 135 ახალი ჯიპის შესაძენად


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც უნდა იყოს 2019 წელს გამოშვებული და ნებისმიერი ფერი, გარდა შავისა. ტენდერი მთავრობის დადგენილების მიხედვით არის გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

ტენდერის თანახმად შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG